Wednesday, October 29, 2014

პროექტი: ,,ახალი სიცოცხლე“

პროექტის სახელწოდება:  ,,ახალი სოცოცხლე“
პროექტის მთავარი იდეა:  ნაძვის ნერგების დარგვა სკოლის ეზოს  გარშემო, ახალი ქარსაფარი ზოლის შექმნა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში შრომის უნარისა და ეკოლოგიური აზროვნების განვითარება, გაეცნონ რა  ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ, როგორია მისი მონაწილეობა ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და დაცვაში.
მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  ორი-სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეებზე, მათ განუვითარდებათ შრომითი უნარ-ჩვევები, ბუნებისადმი სიყვარული,ამ პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს დასახლების ეკოლოგიურ მდგომარეობას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სამეურნეო იარაღები: ბარი, თოხი, სამეურნეო პატარა მაკრატელი, რეზინის ხელთათმანები,ჯვალოს მეშოკები, რკინის სათლები მოსარწყავად, ნაძვის ნორჩი ნერგები.
პროექტის მსვლელობა: პროექტი დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევარში, მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, ერთი ჯგუფი მოამზადებს ნიადაგს ნერგების ჩასარგავად, მეორე ჯგუფი დარგავს, მესამე ჯგუფი უსარგებლო ტოტებს გასხეპს და დარგულ ნაძვებს მორწყავს.
საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შესაძლებელია ხელოვნების საგანთან ინტეგრირება.
 პროექტის ხელმძღვანელი: სპეციალური მასწავლებელი ნინო ჯიმშელეიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ninikojimsheleishvili@gmail.com

No comments:

Post a Comment